ახალი ქმნილება
ბედნიერებაა, როდესაც წარსული წარსულია და ახალი ქმნილება ხარ.
ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრების მიზანს ხედავ. როდესაც გრძნობ ზრუნვას და ღვთიურ სიყვარულს. საოცრებაა, როდესაც ყოველივე ახალია . საოცრებაა, როდესაც ხედავ როგორ იმარჯვებ იმაში, რაშიც გამუდმებით მარცხდებოდი.
ძალა?.. ძალა ღვთიურია. ადამიანისთვის წარმოუდგენელი.
შეუძლებელი შესაძლებელი გახდა ქრისტეში, ძალა კი ღვთისგანაა…
საოცრებაა ცხოვრება, როდესაც მიზანი ერთადერთია , ჭეშმარიტი და ძლიერი, როდესაც ხედავ მოწოდებას და მისკენ ისწრაფვი.
მთავარი ?.. ღმერთთან ურთიერთობა და მოზიარეობაა.
ძვირფასი ?.. ღმერთის ცოცხალი სიტყვა – ბიბლია.
სიყვარული? გზა? ჭეშმარიტება? სიცოცხლე?.. იესო ქრისტე. უზენაესი ღმერთი,მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.
ძვირფასი საჩუქარი?.. სულიწმინდა…
მიენდე უფალს, ირწმუნე მისი სიტყვები, რომელიც ამბობს: „თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათ. 6 : 33). საოცარია როდესაც ხედავ , რომ არაფერი გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია.
საოცარია როდესაც ახალი ქმნილება ხარ … დიდება ღმერთს და მადლობა ყოველივესთვის. დიდია მისი წყალობა და მადლი…