მე ვარ, რომელიც ვარ…

რატომ გეშინია?

რატომ იბნევი?

რამ შეგაძრწუნა, ჩემო შვილო?

ნუთუ არ იცი?

მე, რომელიც იტყვის და არის!

მე, რომელიც ვქმნი დროს!

მე, რომელიც ვადგენ სამყაროს წესრიგს!

მე,  რომელიც ვარ დასაწყისი და დასასრული!

მე, რომელიც ვარ სული მარადიული!

მე ვარ ცეცხლი შემმუსვრელი!

მე ვარ ის, რომლის თანდასწრებასაც გაურბის  სამყარო!

მე ვარ სიწმიდის წყარო!

მე ვარ მზე, მანათობელი სულთათვის!

მე ვარ, რომელიც ვარ!

მე შენში ვარ!

არ შედრკე, ჩემო შვილო!

სიტყვა, რომელიც ჩემშია, მოვიდა შენთან,

რადგან ერწმუნე მას, ის შენში დასახლდა,

როდესაც ეს დავინახე,

შთაგბერე ჩემი სული,

რომელიც არის საწყისი მარადიულობისა

და რომლისგანაც მოედინება სიცოცხლის სუნთქვა.

მე შენთან ვარ! ნუ გეშინია! უბრალოდ გწამდეს!

ჩემთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია!..

ჩვენ ერთად ვართ!

ბაჩუკი დოდაშვილი