ძველია სამყარო და მარად ახალია ქრისტე

წლების განმავლობაში შობა-ახალი წლის მილოცვა-დალოცვა ტრადიაცად იქცა. წელიწადი დროის მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილია. ამ ცეცხლში მომავლი აწმყოდ იწვის და წარსულად იფერფლება. ჩვენც ყოველდღიურად ამ ცეცხლის შუაგულში ვართ, ხშირად არ ვიცით და არც გვესმის, რისთვის ვიწვით. ყოველი დღე განმეორებაა სიცოცხლისა და დღე დღეს არ ჰგავს. გადის ბავშვობა, სიჭაბუკე. მოდის სიჭარმაგე, სიბერე.

რისთვის ვცხოვრობთ, რას ველოდებით, რას ვღებულობთ. და რა გველოდება? წლები გადის და რა იცვლება?

ძველია სამყარო და მარად ახალია ქრისტე: „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ ქრისტეს შობა არის განახლება ცხოვრებისა, ახალი წელი ჩვენი ყოფიერებისა.

„ნუ გეშინიათ“, – ახარებს ქვეყანას ანგელოზი. „ნუ გეშინიათ, რამეთუ იშვა მაცხოვარი და ეს იყოს თქვენდა სასწაულად. ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგას.“

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ღმერთია. მოვლინებული ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალი აღთქმისა.

გილოცავთ ქრისტეშობას. დაე, გინათებდეთ მისი ვარსკვლავი ახალ წელს!

ლიკა მელანაშვილი