Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

ანი ჭილაშვილი 1

სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება

4 months ago ანი ჭილაშვილი

დაორთქლილ მინას ხელით ვწმენდ. გარეთ წვიმს…ისე არა,როგორც ფილმებში, არამედ ნამდვილად წვიმს. ჯერ ერთი წვეთი ჩამოვარდა, შემდეგ ორი,  სამი და ბოლოს თითქოს ციდან მდინარეები გადმოიღვარაო, ისე გაწვიმდა… მე ვიცი, რომ ვარსებობ, რადგან ვსუნთქავ; ვგრძნობ გულისცემას, რომელიც რიტმულად ცემს; უკვე რამდენიმე თვეა,რაც რიტმი არ ირღვევა; ალბათ, ასე გაგრძელდება მარად…

რამდენი ხანია, რაც ადამიანი არსებობს დედამიწაზე? 6000წელი? 7000? იქნებ მეტი ან ნაკლები? ღმერთმა შექმნა ადამიანი საკუთარი ქმნილებებიდან ყველაზე ბოლოს, რათა ებატონა ყოველივეზე, რაც კი მის გარშემო, მიწაზე, ცაში თუ წყალში იძვროდა და არსებობდა.

ხშირად შემიხედავს ადამიანისთვის და მიფიქრია, რა აზრი აქვს მის  არსებობას, როცა ასე სტკივა? ვუყურებ და ვხვდები, რომ მისთვის სამყარო შინაარსისგან არის დაცლილი.

თითქოს სულ ერთია, იარსებებს თუ არა, მაგრამ არსებობს… ყოველ ადამიანს აქვს ის ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც იარსებებს… თუნდაც ყოველი ჩასუნთქული ჰაერი აუტანელ ტკივილს აყენებდეს, ამოსუნთქვისას კი უდიდესი ძალის მოკრება სჭირდებოდეს, ის მაინც არ წყვეტს არსებობას…

მჯერა, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება; ყოველ ქმედებას თუ მოვლენას თავისი მიზანი აქვს, არც ერთი ადამიანი არ იბადება შემთხვევით… თითოეული ჩვენგანის არსებობას აზრი უნდა ჰქონდეს, რის გამოც სიცოცხლე ფასეული გახდება.

ყოველი ადამიანი საკუთარ თავში უნდა ეძებდეს ცხოვრების არსს. სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება. მას შემდეგ, რაც ადამიანი გარდაიცვლება, ის, პრაქტიკულად, არსებობას წყვეტს, რადგან მისი გული ჩერდება, ფილტვები კი ჰაერს ვეღარ ჩაისუნთქავს; თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აღარ არსებობს, რადგან ყოველთვის მოიძებნება, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც, ვის გულშიც ის მარადიულად იარსებებს…

მაშასადამე, არსებობისთვის სუნთქვა სულაც არ ყოფილა საჭირო…

მაგრამ ყველა ადამიანი ვსუნთქავთ, რათა ვიარსებოთ და დავტოვოთ საკუთარი არსებობის დამადასტურებელი საბუთი სამყაროში ან ერთი ადამიანის გულში მაინც.

მე ვიცი, რომ ვარსებობ დღეს, თუმცა არ ვიცი, ვიარსებებ თუ არა ხვალ ღმერთის გარეშე…

 

ავტორი: ანი ჭილაშვილი.

ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
454 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
430 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიწარსულიუფალიჯვარიწერილიქრისტესიცოცხლეიმედიადამიანიპატიებატანჯვაგამარჯვებაგადარჩენაგზაჯვარცმაქრისტიანიაღდგომაადამიბრძოლასიკვდილიქრისტიანობაადამიანობარწმენასიყალბეაღთქმასიმშვიდეარჩევანითავისუფლებაწერილებიმიძღვნაძალასიყვარულითანაგრძნობაგანკითხვამომავალიდედამიწასამყაროშიშიპიროვნებაავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…
1 year ago

“რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.” ( კოლოსელთა 3:3) იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას , გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა… მერე გაგრძელდა ეკლიანი გზა ზეცისკენ … მიდიხარ და ხედავ ეკალ– ბარდებით დახეული ხორცის ძონძებიდან როგორ მოძვრება ზედაპირულად დამარხული “მეობა”, თვალი ფართო გზისკენ უჭირავს და გამხმარი თითებით ჩაგფრენია მაჯაში, […]

ბოლოს დამატებული პოსტი
რანაირები ხართ ადამიანები?!..
1 month ago

მახსოვს შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი. უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანშიშესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE