Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

თამუნა შაქარაშვილი 7

არ მრცხვენია სახარების!

1 year ago თამუნა შაქარაშვილი

მე არ მეშინია ვისაუბრო ქრისტეზე, რადგან მას არ შეეშინდა ჯვარცმულიყო ჩემთვის.

მე არ მეშინია ავიტანო ლანძღვა, რადგან ქრისტეს არ შეეშინდა ჩემ გამო აეტანა დამცირება.

არ მეშინია ავიტანო დაცინვა, რადგან დიდების მეფემ, უფალთა უფალმა, განკაცებულმა ღმერთმა, ცოდვილი ადამიანისთვის და ცოდვილი ადამიანისგან დაითმინა დაცინვა ჩემ გამო…

მე არ მეშინია დავამოწმო მის შესახებ, მე არ მეშინია ვისაუბრო გაბედულად ჩემს გადამრჩენელზე, თუ რა დიდებული და საოცარია იგი.

არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე…

არასოდეს დამავიწყდება, რომ მან მიხსნა, არასოდეს დამავიწყდება, რა გადაიტანა ჩემ გამო და იმ ხალხის გამოც, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ: „ჯვარს აცვით“, „ჯვარს აცვით იგი“… ის კი არ დანებდა, არ დაეცა და მესამე დღეს აღსდგა, გაიმარჯვა სიკვდილზე და გზა გაგვიხსნა ზეცისკენ.

მე არ მრცხვენია მისი… არ მადარდებს რას იტყვიან ჩემზე… მთელ დიდებას და ქებას მივუძღვნი ჩემს მხსნელს, დიდებულს, ამაღლებულს, ძლევამოსილს და საიმედო დასაყრდენს.

დადგება დღე, როდესაც ქრისტე კვალავ დაბრუნდება…

გადაწყვიტე, რომ იცხოვრო მისთვის, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ (იოან. 8:32). გახსოვდეს, რომ ის მარად ერთგულია, არ მიგაგდებს და არ მიგატოვებს, არ დაივიწყებს აღთქმებს, რომლებიც დაგიდო, რადგან მაშინაც კი, როდესაც შეეძლო მოეხმო ანგელოზთა ლეგიონებისთვის და მან არჩია თავი გაეწირა შენთვის ჯვარზე.

არ უარყო მისი მსხვერპლი, ნუ დაივიწყებ, რომ ის შენთვის ეწამა. ნუ შეგრცხვება იესო ქრისტესი…

მე იესო ქრისტეს მორწმუნე ვარ და არ მრცხვენია სახარების!

გვერდი: 2 (რაოდენობა 2)«12
ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
679 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
460 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
434 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიქრისტეწარსულიჯვარისიცოცხლეუფალიიმედიწერილიგამარჯვებაადამიანიპატიებატანჯვაჯვარცმაგადარჩენაგზასიკვდილიაღდგომაადამიბრძოლაქრისტიანიქრისტიანობასიყალბეაღთქმარწმენასიმშვიდეწერილებიგოლგოთაარჩევანითავისუფლებამიძღვნამომავალიძალაადამიანობაგანკითხვასიყვარულიშიშითანაგრძნობადედამიწასამყაროავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
შენ წერ საკუთარ ისტორიას
10 months ago

თითოეული ჩვენგანი  თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების ისტორიას. ყოველი დღე, ყოველი მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ისტორიის ნაწილია. მნიშვნელოვანია საკუთარ ცხოვრებაზე, ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მომავალზე დაფიქრება. დავფიქრდეთ, რამდენად მოგვეწონება ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებათა შესახებ წაკითხვა. ხარ წიგნის გმირი, რომელიც შენს აღფრთოვანებას გამოიწვევს? რამდენად ნებდები სირთულეებს? რამდენჯერ თმობ და იხევ უკან? როგორი გმირები გიზიდავს? გმირები, რომლებიც ადვილად ნებდებიან, თუ […]

ბოლოს დამატებული პოსტი
ითოვოს ნეტავ…
11 hours ago

ითოვოს ნეტავ… თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ… რომ ბნელ სამყაროს მოეფინოს მცირე ნათელი, რომ დანგრეული ქუჩის ბოლოს, ცეცხლმოკიდებულ სახლების შუქზე, ფიფქების ცვენამ გაართოს ბავშვი. ბავშვი, რომელმაც მამა დამარხა და განაწამებ დედის თვალებში ბოლოჯერ ნახა მკვდარი ძმის სახე… ითოვოს ნეტავ… თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ… ნამუსახდილი, ნაცემი გოგოს რომ გადაფაროს სირცხვილი თოვლმა, რომ გადაფაროს ის სისხლის გუბე, რომელშიც […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
679 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE