Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

თორნიკე ხუბაშვილი 1

LGBT – გაუკუღმართებული გრძნობები…

10 months ago თორნიკე ხუბაშვილი

ბოლო დროს ჩვენს სოციუმში ჰომოსექსუალიზმის მხარდასაჭერ არგუმენტად არაერთმა აზრმა გაიჟღერა ,როგორიც არის -”არსებობდნენ მსოფლიოში გენიოსი ჰომოსექსუალები”. ორგანიზება გაეწია ფილმის ჩვენებას, სადაც ლესბოსელები და გეები აჯანყებულ მაღაროელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხას უგროვებენ ,რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს მათ ცხოვრებაში. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო,ფილმის ჩვენება არ შედგა… ასევე, ხშირად გვესმის ბოლო ხანებში ფრაზა – “ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი ქველმოქმედი არსებობს”

მსგავსი შინაარსის წინადადებები დღესდღეობით უკვე მრავლად შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ მე მიჩნდება კითხვა: იმიტომ არის ჰომოსექსუალობა კარგი, რომ მათ შეუძლიათ ადამიანურად მოიქცნენ? იმიტომ, რომ ქველმოქმედებენ და სიკეთეს აკეთებენ? მესმის, რომ არსებობს ხალხის კატეგორია, რომლებიც არ თვლიან გეებს ადამიანებად – ეს მათი პრობლემაა, მაგრამ თუ თქვენ, იმის დამტკიცება გსურთ, რომ თქვენც ადამიანები ხართ, მაშინ გასაგებია…მიღებულია თქვენი არგუმენტი. მაგრამ ,თუ სიკეთით მანიპულირება გსურთ და საკუთარი ორიენტაციის გამართლება, მაშინ უნდა გესმოდეთ,რომ სიკეთის კეთება ან/და განათლება ჰომოსექსუალობას მისაღებსა და სწორს ვერ გახდის ისევე , როგორც ბოროტი ადამიანი ვერ გამართლდება იმით, რომ ჰეტეროსექსუალია. ამ მიდგომით, ხომ კეთილი ნარკომანებიც მომრავლდებიან, კეთილი ზოოფილები, განათლებული პედოფილები, ქველმოქმედი მოღალატე ქმრები ან/და ცოლები, წესიერი მრუშები და ა.შ… ახლა რა ვქნათ?! რადგან ადამიანებს შეგვიძლია ადამიანურად მოქცევა ,ამის გამო ყველაფერი გავამართლოთ ,რისი კეთებაც მოგვწონს და არასწორს – სწორი ვუწოდოთ?! ვფიქრობ, არასწორი “იარაღიდან ისვრით”. როდესაც საქმე რელიგიას ეხება ,საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ერთ-ერთი ცოდვა ისევე , როგორც მრუშობა და მემთვრალეობა. არ აქვს გამართლება, არც კეთილი საქმეებით და, არც მაღალფარდოვანი საუბრით. რა პრინციპით არის მრუში, ჰომოსექსუალზე სუფთა?! რითი არის მოღალატე,თაღლითი,ქურდი და ა.შ უფრო სუფთა,ვიდრე ლესბოსელი და გეი?! არაფრით! განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სხვა ცოდვები საზოგადოებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ჰომოსექსუალიზმი, რაც შეცდომას წარმოადგენს, რადგან სინამდვილეში ღმერთისათვის ორივე საზიზღრობაა.

თუ დღეს ჰომოსექსუალებს უწევთ იმის მტკიცება,რომ ადამიანები არიან – ეს ჩვენი მიდგომის ბრალია! რადგან გავმიჯნეთ ცოდვები და დავყავით ერთმანეთისგან, თითქოს/და ღმერთისთვის დიდი და პატარა ცოდვა ხარისხის მიხედვით, მისაღებია. მაგრამ ,როდესაც გეი ამტკიცებს, რომ მისი საქციელი სწორია და არაფერია ამაში არაღვთიური ,აი ,ეს უკვე პრობლემაა. ადამიანები ყოველთვის სცოდავდნენ,მაგრამ დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში,სადაც არა უბრალოდ სცოდავს საზოგადოება, არამედ ცდილობს,რომ ეკლესიებს ამაზე თანხმობა გამოაცხადებინოს,რაც არ მოხდება. ქრისტიანმა საზოგადოებამ უნდა გავიაზროთ, რომ, როდესაც ცოდვას ვართ დამონებული ეს ჩვენსა და ღმერთს შორის დგას. ცოდვის სიყვარული ღვთის მტრობაა,რომელ გამოხატულებასაც არ უნდა ვგულისხმობდეთ. თუმცა, რატომ არის გამორჩეულად სექსუალური უმცირესობების მიმართ ბრძოლა გაჩაღებული ? იმიტომ,რომ ერთადერთნი არიან, ვინც ამბობენ, რომ რასაც აკეთებენ ეს უნდა იყოს მისაღები ეკლესიებისთვის,სკოლებისთვის,მოსახლეობისთვისა და მათი ბავშვებისთვის. ნაცვლად იმისა,რომ აღიარონ -სცოდავენ , სურთ გაამართლონ,მისაღები გახადონ და დაარქვან ამას განათლება,ჯანსაღი მიდგომა და პირადი არჩევანი.მომისმენია, როგორ ამბობს არაერთი ჰომოსექსუალი : ,,მე ღმერთის მწამს,მას ვუყვარვარ და ასეთი შემქმნა.” . არ არსებობს ისეთი ღმერთი, როგორიც თვითონ შექმნეს საკუთარ გონებაში, აქედან სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ღმერთს ნამდვილად უყვარს ისინი,მაგრამ სძულს,რასაც აკეთებენ. მათ ჭირდებათ მონანიება და შემობრუნება მისგან. შემობრუნება ვისკენ- იესო ქრისტესაკენ, რომელიც მზად არის გვაპატიოს ყველა დანაშაული. მისი სიყვარული განუზომელია კაცობრიობის მიმართ…

ჰომოსექსუალობა არ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ ,ეს არის მტრობა ღმერთისა. თუკი ღმერთის აზრი გვაინტერესებს ამის შესახებ, ბიბლია ამას ავხორცობასა და გაუკუღმართებულ გრძნობებს უწოდებს.

იხ. რომაელთა 1თავი

“18) ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
22) თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ
24) ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
26) ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27) ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28) და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ. 
32) იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.”

– მოუბრუნდით მამას! შეწყვიტეთ იმ ხიდზე სიარული, რომელსაც ღმერთი არ ამაგრებს! უთხარით -არა სიცრუეს, რომელიც სწორად გაჩვენებთ უკუღმართს, არასწორად გაჩვენებთ ღმერთის სიყვარულს და გაბედულებას გაძლევთ,იაროთ ამაყად სიკვდილისაკენ. მოაბრუნეთ თქვენი გზები,შეწყვიტეთ ომი ღმერთის წინააღმდეგ! ის არ დააყოვნებს თქვენს მიღებას! მას შეუძლია ფერფლიდან აღადგინოს თქვენი ცხოვრება, რადგან იესო ქრისტე სწორედ ამიტომ ეტანჯა ჯვარზე,რომ განეახლებინა ჩვენთვის წართმეული სიცოცხლე!

ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
454 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
430 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიწარსულიუფალიჯვარიწერილიქრისტესიცოცხლეიმედიადამიანიპატიებატანჯვაგამარჯვებაგადარჩენაგზაჯვარცმაქრისტიანიაღდგომაადამიბრძოლასიკვდილიქრისტიანობაადამიანობარწმენასიყალბეაღთქმასიმშვიდეარჩევანითავისუფლებაწერილებიმიძღვნაძალასიყვარულითანაგრძნობაგანკითხვამომავალიდედამიწასამყაროშიშიპიროვნებაავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…
2 years ago

ყოველ მომდევნო „ხვალეში“, თვალსა და ხელს შუა ყოველდღიურ ქაოსად რომ გადაიქცევა, მაღვიძარასთან ერთად გაღვიძებს მომავალზე ზრუნვა, ხელში აუსრულებელ და ასრულებულ ოცნებათა ნუსხით… მონოტონურად, დაგეგმილად მიდიხარ წინ, იკარგები რაღაცნაირად, სტანდარტულად ერთნაირი დღეების გროვაში, ცდილობ ფეხი აუწყო გიჟურ ტემპს და ვერ იშორებ იმის შიშს, რომ არ ჩამორჩე ცხოვრებას, არ გახდე მეორეხარისხოვანი, არ დაიკარგო ხალხის მასაში… ეს შიში […]

ბოლოს დამატებული პოსტი
რანაირები ხართ ადამიანები?!..
1 month ago

მახსოვს შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი. უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანშიშესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE