Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

ტანჯვა 4

როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო? – წერილები ღმერთს

1 year ago თეონა მენაბდიშვილი

დღეს ყველა შენს ტანჯვებზე საუბრობს, სიბრალულით იხსენებენ შენს წამებასა და ჯვარცმას, მე კი არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ, როცა მივიწყებულ ღმერთს ტრადიციის გამო იხსენებენ, ან რას გრძნობ შენ, როცა მთელი „ქრისტიანული“ სამყარო შენ მოსანახულებლად ისე მოდის, როგორც თავშესაფარს მიბარებულ მოხუცთან…

არავის ესმის, ვერავინ ხვდება სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს დღე შენთვის და მეშინია იმის გააზრება, რომ მათ შორის მეც ვარ, დღემდე ვერაფერი გამიგია…

კვლავ ბევრი კითხვა მაქვს…
რას გრძნობდი, როცა ფეხს ბანდი უღირსთ?
რა ხმა გამოსცა პურის გატეხვამ?
რა გემო ჰქონდა შენ მიერ შესმულ ღვინოს?
შენ რას ხედავდი პეტრეს თვალებში, როცა დაიფიცა, რომ არ გაგცემდა?
რა ფერი ჰქონდა იმ ღამით შენს ცას?
რას გამოთქვამდა შენი ბაგენი?
რის ამოოხვრას ლამობდა სული, რის თქმას ცდილობდა ოფლით და სისხლით?
როგორ ეძინათ მათ, ვინც ვერ შეძლეს ეფხიზლათ შენთვის?
როგორ შეეხო შენს წმიდა სახეს იუდას ბაგე?
რას გრძნობდი, როცა გასამართლებდნენ უსამართლონი?
როგორ შეძელი მორჩილება მათი სასჯელის?
რატომ დატოვე უპასუხოდ პილატეს კითხვა?
შენც გსურდა ხალხთან ერთად გეყვირა „ბარაბა“ ?
როგორ დაიტიე ტკივილი და სიყვარული ერთად?
შენთვის რას ნიშნავდა ეკლის გვირგვინით მეფედ კურთხევა?
როგორ შეძელი გრძელი გზის გავლა?
როგორ შეეხო ლურსმანი ხელებს?
რა გემო ჰქონდა ნაღველნარევ ძმარს?
როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო?
რად მიგატოვა მამამ გოლგოთას?
რა ფასი დაჯდა ფრაზა „აღსრულდა“?

ბევრი კითხვა მაქვს, უფალო, ისევ…
ეს ყველაფერი მართლაც და რისთვის?
ვისთვის, უფალო…
ჩემთვის?
ჩვენთვის?

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს…

ჩაეჭიდე აღთქმას!

2 years ago ნატალია ჩიქოვანი

„ამ საწყობის ქვედა ნაწილში ვიყავი.ზუსტად აქ, 20 მეტრის ქვევით, სამი წლის განმავლობაში განმარტოებულ საკანში.

მთვარე და მზე არ მინახავს ამ დროის განმავლობაში. თითქმის ყოველდღე მცემდნენ. ახლა ბიბლიები და ჩემი წიგნებია აქ შენახული, ამაზე უკეთესს რაღას მოიმოქმედებდა ღმერთი!…“ (რიჩარდ ვურმბრანდი)

ქრისტიანის ცხოვრება რაღაცით კარდიოგრამის ფურცელს ჰგავს, აღმართს დაღმართი ცვლის, სწორ მონაკვეთს აქ ვერ ნახავ, თუმცა სიცოცხლეს სწორედ ეს უსწორმასწორო ხაზი „ქმნის“… თითოეული ჩვენგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება ეჭვის, ტანჯვის, დაცემის, ავადმყოფობისა თუ იმედგაცრუების პირისპირ და მაინც, სწორედ ესაა, რაც გვაძლიერებს. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ვხედავთ პრობლემას თუ გამოწვევას.

ეჭვი

შენ თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის შენს ცხოვრებაში, როგორც ოდესღაც ღმერთმა გითხრა, გახსოვდეს, რომ მიზნამდე მისასვლელი ჩვენი ხედვა და ღმერთის გზები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგჯერ, პარადოქსულ და ალოგიკურ სიტუაციებში ვხვდებით. ხშირად, კითხვაც გვიჩნდება: „რატომ, ღმერთო?!“ ხანდახან კი თითქმის ვრწმუნდებით, რომ ჩვენმა ცხოვრებამ გეზი იცვალა, მაგრამ თუ უფალში რჩები ყოველთვის, გახსოვდეს: „მტკიცედ უნდა მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია!“ (ებრ. 10:23)

ტანჯვა

იმ დროს, როცა იტანჯები და ურთულეს პერიოდია შენს ცხოვრებაში, ძნელია იფიქრო ნათელ მომავალზე, ძნელია თვალი მოსწყვიტო შენ ირგვლივ არსებულ რეალობას და მზერა ღმერთის დიდებულ აღთქმებს მიაპყრო. ძნელია… მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან წერილი ამბობს, რომ „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ (მარკ. 9:23)

დაცემა

იმ დროს, როცა ფიქრობ, რომ პრობლემა ან შეცდომა გაფერხებს ღვთის სასუფევლისათვის მსახურებაში, შეეცადე შეხედო ყველაფერს ღმერთის თვალით. მას შეუძლია შენი ნაკლი თავისი დიდების კიდევ ერთხელ დასამოწმებლად გამოიყენოს. ღმერთს შეუძლია შენი პრობლემა შენს ძლიერ მხარედ გარდაქმნას და სხვებისთვის კურთხევად გაქციოს. გამხნევდი და იმედიანად იყავი, რადგან „ღვთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ“. (რომ. 8:28)

ავადმყოფობა

იმ შემთხვევაში, თუ მძიმე დიაგნოზს ებრძვი და სიკვდილის სუნთქვა სულ ახლოს გიგრძვნია, ფარ-ხმალს ნუ დაყრი. სანამ ცოცხალი ხარ − იცოცხლე და გწამდეს, გწამდეს შეურყევლად იქამდე, სანამ არ იხილავ შენთვის დაწერილს: „მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ…“ (ეს. 53:5)

იმედგაცრუება

იმ შემთხვევაში, თუ განგიცდია უარყოფა, სიმარტოვე და დამცირება, თუ ბევრჯერ მოგცარვია ხელი და ფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, თუ გგონია, რომ მომავალი აღარ არსებობს, მაშინ გაიხსენე უფლის სიტყვები და გამხნევდი: „მე განვიზრახე თქვენთვის სამშვიდობო გეგმები, რათა მოგცეთ თქვენ იმედი და მომავალი“. (იერ. 11:29)

უფლის სიტყვა არ არის მხოლოდ შავი ასოები თეთრ ფურცელზე დაწერილი, ის ცოცხალია, მოქმედია და ჩვენი ცხოვრების გარდაქმნის ძალა შესწევს. შენი ცხოვრების რთულ მომენტებში უფრო მეტად იკვებე უფლის სიტყვით, გამხნევდი და ჩაეჭიდე ღვთის აღთქმებს. აღმთქმელი ერთგულია!

“წადი იერუსალიმში!”

2 years ago მარიამ ჩიტაური

ერთხელ იესო ქრისტემ თქვა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ხალხის მიერ წამებულიყო, ამის გამო მოწაფემ უსაყვედურა და უთხრა, რომ არ წასულიყო იერუსალიმში, სადაც სიკვდილი ელოდა და იესომ ასეთი პასუხი გასცა: “შენ ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“”

ყველაფერში, რაშიც გინდა,რომ გამარჯვებას მიაღწიო,მოგიწევს ჯვარზე ასვლა! მოგიწევს საკუთარი ეგოისტური სურვილების უარყოფა. ყველაფერში, რაშიც გინდა , რომ გამარჯვებას მიაღწიო ,მოგიწევს შენი გულის გადასინჯვა უფლის წინაშე,გადამოწმება შენი ფასეულობების არის კი ისინი უფლის მოსაწონი.   ხომ არ არის რაიმე ღმერთზე ძვირფასი?!    თუ შენ,არ მოუკვდები საკუთარ გულისთქმას უფლის ნების გამო, აღდგომა იმ საკითხში, არ გექნება.

 „თუ უფალი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“   (ფსალმუნი   126:1)

უფალი ამბობს: “ რომ ქარისა და წვიმის დროს ერთადერთი შენობა გადარჩება,  შენობა, რომელიც კლდეზე აშენდება და ეს კლდე ქრისტეა!” და ეს შენობაც მისი სიტვის მორჩილებით შენდება.  წარმატებას,კარიერას,ოჯახსა და ყველაფერს მოუწევს გამოცდა და თუ ქრისტეზე ნაშენები არ იქნება, უსაძირკვლო სახლივით დროთა განმავლობაში ჩამოიშლება…

ერთხელ იესოს, ხალხმა მეფობა  დაუპირა…ერთადერთი ,რის გამოც უფალს არ სურდა მისი საქმეების გახმაურება იყო ის ,რომ მას არ უნდოდა მოკლე გზებით გამეფება.. იქამდე გამეფება, სანამ არ აღასრულებდა მამის ნებას  “მას არ სურდა მეფობა ხალხისგან! ” მას არ სურდა მოკლე გზებით გამეფება, არამედ უნდოდა, რომ ღმერთს მიეცა მისთვის მეფობა.  მოკლე გზების სურვილი, ბევრ რამეს დაგაკარგვინებს, რაც უფალს შენთვის სურდა…გზები,რომელიც სიკვდილზე არ გადის, გზები ,რომელიც მოთმინებაზე არ გადის, არც აღდგომაზე გავა!

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.    (იოანე 12:24)
 
დიდია საზღაური მათთვის,ვინც თავისაზე კი არა,მამისაზე ფიქრობს! რა მარცვალიც დათესა უფალმა,თუ არ მოკვდა, არ გაცოცხლდება! : ითესება ხრწნილი და აღდგება უხრწნელი! ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით! ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში! ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული!

თუ ინახავ შენს თავს,თუ უფრთხილდები შენს თავს,თუ გვერდზე გადადე შენი შეცვლის გზები, მაშინ დაკარგავ შენს თავს, ასე წერია! ვინც უფლისთვის დაკარგავს თავის სულს, ის შეიძენს მას! რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენს სიცოცხლეს არ დავზოგავთ უფისათვის ის მოგვცემს ნამდვილ სიცოცხლეს! არ გადადო შენი შეცვლის გზები ,შენი სიკვდილის გზები,არ თქვა ,რომ ადრე თუ გვიან შეიცვლები…უფალი მოვა,როგორც ქურდი ,ქურდს კი არასოდეს ელოდებიან…ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უფალი არ გვეტყოდა, სხვა გზა რომ ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა… აღდგომის გზა,ტკივილზე და სიკვდილზე გადის! შეგიძლია არ წახვიდე იერუსალიმში,სადაც გაგშოლტავენ, გაფურთხებენ, დიდების გვირგვინის მაგივრად ეკლისას დაგადგამენ და მოგკლავენ კიდეც, მაგრამ დიდია შენი საზღაური და ესაა ძალა ზუსტად, რომ წახვიდე!  მიწაში ჩავარდნილი თესლი თუ არ მოკვდა,ნაყოფს ვერ გამოიღებს…

ნუ გგონია,რომ თავი დაიძვრინო… ნუ გგონია, რომ ეშმაკს გამოეპარება ის სფერო ,რომელშიც მიძღვნილი არ ხარ…

დაივიწყე ყველა გზა, რაც აქამდე არსებობდა შენს გონებაში და სიკვდილზე არ გადიოდა, რადგან არავის შეუძლია იცხოვროს საკუთარი თავისთვის და ამავდროულად ღმერთის ნებაში დარჩეს.

არასოდეს მოკვდება კაცი რომელიც ამბობს : ” მე კი არა,ქრისტემ უნდა იცოცხლოს ჩემში! “

იესომ თქვა : „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს,და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს. (მარკოზი   10:29 )

ძალას სიკვდილისას, აღდგომის იმედი გაძლევს, უნდა იცოდე რა აღგითქვა უზენაესმა! იმის რწმენა,რომ შეუმჩნეველი არ დარჩება შენი მცდელობა ,ძალას მოგცემს ყველაფრის! იესოს რწმენა და ძალა, მესამე დღის მოლოდინში იყო! მან იცოდა, რომ კაცის ძე ეტანჯებოდა მამის ნებისთვის, მაგრამ მხოლოდ ორ დღეს და ამის შემდეგ, დადგებოდა “მესამე დღე”!

იესომ პირველმა დაამტკიცა, რომ ღირს მამისათვის ერთგულება!

“ვისაც წილი არ ექნება მის სიკვდილში,არც მის აღდგომაში ექნება წილი!

წადი იერუსალიმში! მოუკვდი საკუთარ თავს, აღასრულე უფლის ნება და გექნება საზღაური, როგორც ზეცაში ისე ქვეყანაზე!

ტანჯვების ქუჩა

2 years ago ნატალია ჩიქოვანი

დახეტიალობ იქ, იმ ქუჩაზე, აბრაზე რომ „მოგონება“ აწერია და ძველი კინოს გაცრეცილი კადრივით გახსოვს, როგორ აუარე გვერდი ტანჯვების ქუჩას… რა უდარდელი ღიმილით, თავაწეული მიაბიჯებდი მხრებზე მოცმული სიყალბის მანტიით და როგორ გემსუბუქებოდა დედამიწა… მერე იყო გრძელი გზა დაძონძილი სიმართლით, ბუნდოვანი რწმენით, დამსხვრეული ოცნებით, ეკლიანი ეჭვებით… გზა მოჩვენებითი თავისუფლებით და სულში ბორკილებდადებული ჭეშმარიტებით; გზა ხელში მირაჟივით ჩამომდნარი ბედნიერებით და დიდი ტკივილით სულის ფარდაჩამოფარებულ სიღრმეში…

ბევრი იარე, წლები გასულა და აი, კვლავ დაბრუნდი… დგახარ ტანჯვების ქუჩის შესასვლელთან და ახლაღა აცნობიერებ, რომ ყველა სხვა გზას წრეზე მიჰყავხარ…

აკანკალებული ხელით საყრდენს ეძებ და იქვე ხის ხავსმოდებულ ძელზე ჯდები, დამჭკნარი ხელებით იფარავ ცრემლიან თვალებს და უცებ გახსენდება, რომ ოდესღაც აქ ჯვარი დატოვე… გახსენდება, რა მსუბუქად და უდარდელად მოგქონდა მხრებით ძვირფასი ტვირთი, მერე როგორ დამძიმდა თანდათანობით და… აი, ახლა ზიხარ, წლების წინ შენ მიერ მიტოვებულ ხავსმოდებულ ჯვართან და ტირი…

და გადაწყვიტე, რომ უნდა გაიარო! მტვერსა და ნაცარში უნდა ჩაიცვა სინანულის ძაძები… რომ აღარ უნდა დანებდე!.. „მე შევძლებ!“ – ამბობ ხმადაბლა და თითქოს გრძნობები დაგცინიან შინაგანში, მაგრამ შენ იცი, რომ ეს რწმენის სიტყვებია… შენ იცი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, სანამ სუნთქავ, სანამ არსებობ, არის შანსი; იცი, რომ ზეცაში ვერაფერს შეცვლი, რადგან იქ მხოლოდ შედეგებია… იცი და მტკიცედ მიიწევ ეკლიან გზაზე, მძიმეა ჯვარი… და გტკივა…ძალიან გტკივა.

ცრემლები ღვარად მოდიან ტკივილისგან გაყინულ სახეზე და მაინც, რაღაცნაირად ბედნიერი ხარ… იცი, რომ მან პირველმა გაიარა „ვია დოლოროსას“ ქუჩა; იცი, რომ მის ნაკვალევს მიჰყვები და ისიც იცი, რომ იმად, სადაც ეს გზა მიგიყვანს, ღირს ტანჯვა.

მიდიხარ ჯიუტად… ქარში, წვიმაში, თავსხმაში, ღვარცოფში, დარსა თუ ავდარში… ეცემი და დგები… ზოგჯერ მიხოხავ კიდეც, მაგრამ წინ მიდიხარ…

დაე, იარე… იარე მტკიცედ, შეუპოვრად და უკანმოუხედავად. უყურე მიზანს და არასდროს დანებდე. ზურგს უკან ყველა ხიდი დამწვარია, გამორიცხულია ნებისმიერი კომპრომისი და მოკლე, მოვლითი გზები. შენ ქრისტეს მეომარი ხარ! ნამდვილი მეომრები კი არასდროს ნებდებიან….

არასოდეს დანებდე – ეს ნიშნავს სრულ უიმედობაში, იმედის მიღმა იმედით ერწმუნო ღმერთს; ეს ნიშნავს ფეხზე წამოდგე , როცა დაცემათა რიცხვი ირონიულად გეუბნება, რომ არაფერი გამოგივა… დაე, იარე…

P.S. „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ.“ ( 1 პეტრ. 4 :13)

„რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს. “( 2კორ. 4 :17 )

„რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ. “ (2 კორ. 1 : 5 )

ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
454 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
430 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიწარსულიუფალიჯვარიწერილიქრისტესიცოცხლეიმედიადამიანიპატიებატანჯვაგამარჯვებაგადარჩენაგზაჯვარცმაქრისტიანიაღდგომაადამიბრძოლასიკვდილიქრისტიანობაადამიანობარწმენასიყალბეაღთქმასიმშვიდეარჩევანითავისუფლებაწერილებიმიძღვნაძალასიყვარულითანაგრძნობაგანკითხვამომავალიდედამიწასამყაროშიშიპიროვნებაავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…
2 years ago

ყოველ მომდევნო „ხვალეში“, თვალსა და ხელს შუა ყოველდღიურ ქაოსად რომ გადაიქცევა, მაღვიძარასთან ერთად გაღვიძებს მომავალზე ზრუნვა, ხელში აუსრულებელ და ასრულებულ ოცნებათა ნუსხით… მონოტონურად, დაგეგმილად მიდიხარ წინ, იკარგები რაღაცნაირად, სტანდარტულად ერთნაირი დღეების გროვაში, ცდილობ ფეხი აუწყო გიჟურ ტემპს და ვერ იშორებ იმის შიშს, რომ არ ჩამორჩე ცხოვრებას, არ გახდე მეორეხარისხოვანი, არ დაიკარგო ხალხის მასაში… ეს შიში […]

ბოლოს დამატებული პოსტი
რანაირები ხართ ადამიანები?!..
1 month ago

მახსოვს შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი. უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანშიშესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE