Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

ჯვარცმა 3

როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო? – წერილები ღმერთს

1 year ago თეონა მენაბდიშვილი

დღეს ყველა შენს ტანჯვებზე საუბრობს, სიბრალულით იხსენებენ შენს წამებასა და ჯვარცმას, მე კი არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ, როცა მივიწყებულ ღმერთს ტრადიციის გამო იხსენებენ, ან რას გრძნობ შენ, როცა მთელი „ქრისტიანული“ სამყარო შენ მოსანახულებლად ისე მოდის, როგორც თავშესაფარს მიბარებულ მოხუცთან…

არავის ესმის, ვერავინ ხვდება სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს დღე შენთვის და მეშინია იმის გააზრება, რომ მათ შორის მეც ვარ, დღემდე ვერაფერი გამიგია…

კვლავ ბევრი კითხვა მაქვს…
რას გრძნობდი, როცა ფეხს ბანდი უღირსთ?
რა ხმა გამოსცა პურის გატეხვამ?
რა გემო ჰქონდა შენ მიერ შესმულ ღვინოს?
შენ რას ხედავდი პეტრეს თვალებში, როცა დაიფიცა, რომ არ გაგცემდა?
რა ფერი ჰქონდა იმ ღამით შენს ცას?
რას გამოთქვამდა შენი ბაგენი?
რის ამოოხვრას ლამობდა სული, რის თქმას ცდილობდა ოფლით და სისხლით?
როგორ ეძინათ მათ, ვინც ვერ შეძლეს ეფხიზლათ შენთვის?
როგორ შეეხო შენს წმიდა სახეს იუდას ბაგე?
რას გრძნობდი, როცა გასამართლებდნენ უსამართლონი?
როგორ შეძელი მორჩილება მათი სასჯელის?
რატომ დატოვე უპასუხოდ პილატეს კითხვა?
შენც გსურდა ხალხთან ერთად გეყვირა „ბარაბა“ ?
როგორ დაიტიე ტკივილი და სიყვარული ერთად?
შენთვის რას ნიშნავდა ეკლის გვირგვინით მეფედ კურთხევა?
როგორ შეძელი გრძელი გზის გავლა?
როგორ შეეხო ლურსმანი ხელებს?
რა გემო ჰქონდა ნაღველნარევ ძმარს?
როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო?
რად მიგატოვა მამამ გოლგოთას?
რა ფასი დაჯდა ფრაზა „აღსრულდა“?

ბევრი კითხვა მაქვს, უფალო, ისევ…
ეს ყველაფერი მართლაც და რისთვის?
ვისთვის, უფალო…
ჩემთვის?
ჩვენთვის?

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს…

არ მრცხვენია სახარების!

1 year ago თამუნა შაქარაშვილი

მე არ მეშინია ვისაუბრო ქრისტეზე, რადგან მას არ შეეშინდა ჯვარცმულიყო ჩემთვის.

მე არ მეშინია ავიტანო ლანძღვა, რადგან ქრისტეს არ შეეშინდა ჩემ გამო აეტანა დამცირება.

არ მეშინია ავიტანო დაცინვა, რადგან დიდების მეფემ, უფალთა უფალმა, განკაცებულმა ღმერთმა, ცოდვილი ადამიანისთვის და ცოდვილი ადამიანისგან დაითმინა დაცინვა ჩემ გამო…

მე არ მეშინია დავამოწმო მის შესახებ, მე არ მეშინია ვისაუბრო გაბედულად ჩემს გადამრჩენელზე, თუ რა დიდებული და საოცარია იგი.

არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე…

არასოდეს დამავიწყდება, რომ მან მიხსნა, არასოდეს დამავიწყდება, რა გადაიტანა ჩემ გამო და იმ ხალხის გამოც, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ: „ჯვარს აცვით“, „ჯვარს აცვით იგი“… ის კი არ დანებდა, არ დაეცა და მესამე დღეს აღსდგა, გაიმარჯვა სიკვდილზე და გზა გაგვიხსნა ზეცისკენ.

მე არ მრცხვენია მისი… არ მადარდებს რას იტყვიან ჩემზე… მთელ დიდებას და ქებას მივუძღვნი ჩემს მხსნელს, დიდებულს, ამაღლებულს, ძლევამოსილს და საიმედო დასაყრდენს.

დადგება დღე, როდესაც ქრისტე კვალავ დაბრუნდება…

გადაწყვიტე, რომ იცხოვრო მისთვის, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ (იოან. 8:32). გახსოვდეს, რომ ის მარად ერთგულია, არ მიგაგდებს და არ მიგატოვებს, არ დაივიწყებს აღთქმებს, რომლებიც დაგიდო, რადგან მაშინაც კი, როდესაც შეეძლო მოეხმო ანგელოზთა ლეგიონებისთვის და მან არჩია თავი გაეწირა შენთვის ჯვარზე.

არ უარყო მისი მსხვერპლი, ნუ დაივიწყებ, რომ ის შენთვის ეწამა. ნუ შეგრცხვება იესო ქრისტესი…

მე იესო ქრისტეს მორწმუნე ვარ და არ მრცხვენია სახარების!

სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?!

1 year ago ნატალია ჩიქოვანი

…მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: ” გიხაროდეს იუდეველთა მეფევ! ” და სახეში სცემდნენ… პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი და უთხრა პილატემ იუდეველებს : ” აჰა, თქვენი მეფე!”, მათ კი იყვირეს : ” ჯვარს აცვი იგი!”

უფუარობის დღეები იდგა, იქ, ისრაელში , სადაც იესო ძოწეულით მოსილი, ნაგვემი იდგა ხალხის წინაშე და ბრბო გამძვინვარებული გაჰყვიროდა : ჯვარს აცვით იგი!” იქ, მრავალი საუკუნის უკან, გოლგოთის მთაზე მოხდა რაღაც, რამაც უბრალოდ კი არ შეცვალა მოვლენათა განვითარება, არამედ თვითონ გახდა ამ მოვლენათა თანმდევი… მოვლენა, რომელიც დროის მიღმა და ისტორიის ფურცლებზე კი არ ჩარჩა , არამედ ცოცხალ აწმყოდ იქცა თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მან თავისი სიკვდილით დასძლია ჯოჯოხეთის კარიბჭეები და მკვდრეთით აღდგომით იზეიმა გამარჯვება სიბნელეზე . მან, ვინც თითოეული ჩვენთაგანისთვის განკუთვნილ ჯვარს მიათრევდა საკუთარი მხრებით , ვისაც არ მიუძღოდა არანაირი ბრალი , მაგრამ ჰქონდა დიადი მიზანი – მოეცა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე , დასძლია სიკვდილი , თითოეული ჩვენთაგანისთვის განკუთვნილი… საკუთარ სხეულზე მიიღო ჩვენი წილი დარტყმების სიმძიმე და უხმოდ აიტანა ჩვენთვის გამზადებული დამცირება…ეკლის გვირგვინი და დაცინვის მოსასხამი ერგო , ჩვენ გამო, მას ვის მიერ და ვისთვისაც შეიქმნა ქვეყნიერება და ვისი ძალითაც დგას მთელი სამყარო.

არ არსებობს სხვა ფიზიკური თუ არამატერიალური ახსნა, რას შეიძლებოდა დაეჭირა დიადი ღმერთი რომაელთა საწამებელ იარაღზე , გარდა ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულისა…

გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ! სიკვდილი შთაინთქა ძლევით!

ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
454 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
430 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიწარსულიუფალიჯვარიწერილიქრისტესიცოცხლეიმედიადამიანიპატიებატანჯვაგამარჯვებაგადარჩენაგზაჯვარცმაქრისტიანიაღდგომაადამიბრძოლასიკვდილიქრისტიანობაადამიანობარწმენასიყალბეაღთქმასიმშვიდეარჩევანითავისუფლებაწერილებიმიძღვნაძალასიყვარულითანაგრძნობაგანკითხვამომავალიდედამიწასამყაროშიშიპიროვნებაავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
“წადი იერუსალიმში!”
2 years ago

ერთხელ იესო ქრისტემ თქვა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ხალხის მიერ წამებულიყო, ამის გამო მოწაფემ უსაყვედურა და უთხრა, რომ არ წასულიყო იერუსალიმში, სადაც სიკვდილი ელოდა და იესომ ასეთი პასუხი გასცა: “შენ ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“” ყველაფერში, რაშიც გინდა,რომ გამარჯვებას მიაღწიო,მოგიწევს ჯვარზე ასვლა! მოგიწევს საკუთარი ეგოისტური სურვილების უარყოფა. ყველაფერში, რაშიც გინდა , რომ გამარჯვებას მიაღწიო ,მოგიწევს […]

ბოლოს დამატებული პოსტი
რანაირები ხართ ადამიანები?!..
1 month ago

მახსოვს შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი. უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანშიშესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE