არასწორი მოლოდინი

0 150

არასწორი მოლოდინის გამო ძალიან ხშირად იმედგაცრუებულნი ვრჩებით, რაც მტკივნეულია ჩვენთვის

რეალურად, არასწორი მოლოდინი რაღაცის კი არა, ვიღაცის „ბრალია“. ვგულისხმობ იმას, რომ განა კონკრეტული საკითხის მოლოდინი გვიცრუებს იმედს, არამედ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უსაფუძვლოდ ვავალდებულებთ.

ვავალდებულებთ რაში?

ყურადღებას ვითხოვთ, მზრუნველობას, სიყვარულსბუნებრივია, ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში დოზაა, რომელიც ხშირად გადამეტებულია...

ერთი ადამიანი ითხოვს მეორისგან ძირითადად იმას, რაც აკლია და ვერც კი ხვდება, იმდენად იჭრება მის პირად სივრცეში, საზღვრებს სცდება და სწორედ ამის შემდეგ იწყება პრობლემები.

და რატომ?

ძალიან მარტივი ასახსნელია.

კონკრეტული პიროვნება სხვისგან ითხოვს იმას, რაც, რეალურად, უნდა მიიღოს ღმერთისგან. ანუ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთმოვალეობას, დამოკიდებულებას ურევს ერთმანეთში და, ბუნებრივია, წყენით მთავრდება ურთიერთობა, ვინაიდან ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ღმერთის ადგილის ჩანაცვლებას.

ჭეშმარიტება ის არის, რომ ოქროს შუალედი, რომელიც ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, ირღვევა ღმერთის არშეცნობის გამო. შინაგანი, რომელიც უფლის სულით უნდა იყოს გაჟღენთილი, ვინაიდან უფლის ტაძრად იწოდება ყოველი, გავსებულია ყველაფრით, გარდა იესოსი და ადამიანი ნაკლოვანებას განიცდის სწორედ ამ დროს. ამიტომაც მიდის ერთი მეორესთან და ითხოვს იმ სიცარიელის შევსებას, რომელსაც  ̶  მატერიალური თუ ბუნებრივი  ̶  ვერაფერი ჩაანაცვლებს.

აქედან გამომდინარე, საჭიროა უფლის შეცნობა, რათა მისი უცოდინარობის გამო არ დაიღუპოს შენი შინაგანი  წყენის, იმედგაცრუების, ტკივილისა და სიმარტოვის განცდით.

მიუახლოვდი უფალს, რათა განიცადო ღვთიური სიყვარული, და ის, რასაც ადამიანებში ეძებ, დაკმაყოფილებული იყოს სწორი პიროვნების, ღმერთის, მიერ!

იხილეთ სხვა ბლოგერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:
  • ქრისტინა მაკარაშვილი – ხშირად, როდესაც ღმერთთან გაციებული გვაქვს ურთიერთობა, ერთგვარად, თითქოს ჩვენს სამეგობრო წრეზე „ვტეხთ ჯოხს“, რადგან ვითხოვთ ისეთ თანადგომას, რომლის მოცემაც არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ჩვენთვის, არამედ მხოლოდ ღმერთს.
Loading...