დაკარგული საკუთარ თავში

0 167

ათასი დაკლაკნილი ბილიკი არეულა ჩემში, ათასი ამოუცნობი და არსაით მიმავალი ბილიკი, და გზას ჩემს თავშიც კი ვერ ვიკვლევ. ლაბირინთია სამყარო, რომელიც თავად შევქმენი და რომელშიც თავადვე ვიკარგები.

ერთ დროს გზა ვიცოდი თითქოს. ფეხი არ მიცდებოდა. მერე უცბად აირია გზები. მერე დავიკარგე. დავინახე, რომ გზაჯვარედინთან მდგარს მცდარი გზა ამერჩია თურმე და დიდი ხანია, ამ გზაზე მივდიოდი. დაკარგული კი იძულებული გავხდი, საკუთარ თავში აღმოუჩენელი აღმომეჩინა და იმ ბილიკებზე მეხეტიალა, რომელთა არსებობაზეც მანამდე არაფერი ვიცოდი. იძულებული გავხდი, დამენახა ჭაობებიც და ხავსმოდებული ჩემი ცოდვების მძიმე ლოდებიც

დავდიოდი საკუთარ თავში და გაოგნებული ვიყავირამდენი ნასახლარი იყო, გულგრილობა რომ მოსდებოდა, და ცარიელი თვალებით მიყურებდნენ უმისამართო ქუჩები.

მიტოვებულივით იყო ჩემი სული. ჩამონგრეული და დაღამებული. და მე არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მე ვყოფილიყავი, ამდენი სიმარტოვით, სიცარიელითა და ამდენი ცოდვით

დაკარგული ვიყავი საკუთარ თავში, ფეხი მერეოდა გზებზე, რომლებიც თავად ავურიე. და არ ვიცოდი, ეს მე ვიყავი, თუ ვიღაც სხვა.

თურმე საკუთარ თავსაც არ ვიცნობდი. არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. და მივხვდი მერე, არაფრით არ ვჯობდი სხვებს. მივხვდი, რა თავგზაარეული იყო ჩემი გული

„ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია, ვინ შეიცნობს მას?“

იერემია 17:9

ჩემს გულს ის უნდოდა, რაც მცდარი იყო. იქით მიიწევდა, სადაც უფსკრული იყო. მერე მოვიდა ღმერთი

„ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.

იგავები 4:23

Loading...