ვინ არის შენი საქართველო???

Mariam kesidi photography
0 250

რა არის საქართველო? მიწა, სადაც დავიბადეთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, მთები, რომლებითაც ვამაყობთდა თითქოს გულს გვაცლიანო, ისე გვტკივა, როცა ამ მიწას ლუკმალუკმა გვართმევენ და გვაკბეჩენამის გამო ვიბრძვით, ვყვირით

ბოლო დროს, როცა ისევ დაიძაბა მდგომარეობა კონფლიქტის ზონის საზღვართან, უფრო მეტად ავყვირდით, მეტად მივუახლოვდით .. „საზღვარს.“ ძარღვები გვებერება და გვასკდება. ეს აღიქმება ჩვენს თვალში სამშობლოს სიყვარულად. ეს არის ჩვენთვის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი.

და ამ დროს ერთმანეთს ვხოცავთ, ვჭამთ ცოცხლად, ვქურდავთ, ვაწამებთგვერდით მდგომს, საკუთარ მოყვასს, საკუთარ მოძმეს არ ვინდობთ და ზურგში დანას ვურტყამთ, თუმცა სამშობლო გვიყვარს. ღმერთის აღარ გვწამს და არად ვაგდებთ მის მცნებებს. და თუ ვამბობთ, რომ გვწამს, მხოლოდ სიტყვით.

რა არის საქართველო? ეს არასწორად დასმული კითხვაა. სინამდვილეში, უნდა ვიკითხოთ: ვინ არის საქართველო?

მშიერი ბავშვია შენი საქართველო, ბავშვი, რომლის თვალებიც ლანდად აგედევნა და აღარ გასვენებს; ქუჩის პირზე მჯდარი ჩამოძონძილი და ცხოვრებისგან გარიყული მათხოვარია საქართველო, სამოწყალოდ რომ ორიოდე გროშს ვიმეტებთ მისთვისდედა, რომელიც გაჭირვების გამო ტოვებს შვილსის არის შენი საქართველო. მოზარდი, რომელსაც დაუნდობლად კლავენის არის შენი საქართველომწვანილს რომ ყიდის ჩია, მოხრილი მოხუცი და დილიდან დაღამებამდე რომ აცახცახებული დგას ქუჩაში, სიცხესა თუ სიცივეშიის არის შენი საქართველონაგავში რომ ლუკმაპურს ეძებსისიც საქართველოაყოველდღე შენ გვერდით ჩავლილი თითოეული ადამიანითავისი ტკივილით, დარდითა და ვარამითშენი საქართველოა

რად გვიღირს მიწა და რაში გვარგია, თუ არ გვეცოდინება, როგორ გვიყვარდეს ნამდვილი საქართველოთუ არ გვექნება უნარი იმისა, რომ ხელი გავუწოდოთ დაცემულს და გათელილსთუ არ გვექნება სურვილი იმისა, რომ ცრემლი მოვწმინდოთ გულნატკენსრად გვინდა ხმამაღალი, პათეტიკური და ვითომ „პატრიოტული“ სიტყვები ქვეყნის სიყვარულის შესახებ, თუ არ შეგვიძლია, ერთი წვეთი სითბო გავიმეტოთ სხვისთვისთუ სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირია ჩვენთვისთუ უფლის უდიდეს მცნებათაგან ერთერთი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ცარიელი სიტყვებია

და თუ მოყვასი არ გვეყვარება, ვერასოდეს შევიყვარებთ საქართველოს, მიწას კი არა რუკაზე აღნიშნულს, არამედ ცოცხალ საქართველოს, რომელსაც გული აქვს და სტკივა, რომელსაც შია და ცრემლი სდისრომელიც სისხლად იცლება და ხელებში გვიკვდება

თვალებში დატეული სამშობლო, საქართველო….

მხრებზე წამოსხმული ზრუნვასაქართველო

შუბლზე ნაოჭებადფიქრისაქართველო….

გული მისკდება და სისხლი ძარღვებში როგორ დავანელო?

ვინ არის შენი საქართველო?

Loading...