მე გავიქეცი, უფალო, შენგან…

0 400

მე? მე გავიქეცი, უფალო, შენგან...

გავიქეცი და თანაც ისე, წამით რომ არ შემიხრია წარბიმიზანმიმართული, წმინდა გზით სიარულისაგან უმიზნო ხეტიალს მივყავი ხელი და ცოდვაში ისეთი სიამოვნებით გავეხვიე, როგორც უკანასკნელი ღორი ტალახში

წამში იყო მომენტი ტკბობის, წამშიმომენტი სინანულის... ტალახიდან ამოსულს მიწა კანზე მაშრება და უარესი ტკივილი და სინანული მტანჯავს... სწრაფად კი ამოვედიმაგრამ ტალახს ვერ ვიშორებ... უკიდეგანო სივრცეს გავყურებ სადღაც შორეულ ქვეყანაში მყოფი, უცხო ადგილას არაფერი მეცნობა... ვზივარ ისევ დასვრილი და მიწა ისე მაშრება, ისე მიწვავს კანს, უკვე მოძრაობა მიჭირს... ვიცი, ვიციადრე წამიკითხავს... ვიცი, რომ შენ ხარ წყალი განწმენდის და წყარო ჭეშმარიტების... მაგრამ ასეთი, უფალო, ასეთი როგორ დაგენახვებიროგორ მოვალ სიწმინდესთან მე, შენგან გაქცეული და თავით ფეხებამდე ბინძური... მაგრამ რომ მოვიდე, გაჭირვებით რომ ავდგე და უცხო ქვეყანაშიც მოგძებნო? სადმე აქ რომ მელოდებოდე, ნეტავ ტალახიანს თუ ჩამიკრავ გულში, ნეტავ თუ კიდევ ვიგრძნობ სიმშვიდეს და სიყვარულს, ისეთს, მხოლოდ შენ რომ იცი... ამაზე ფიქრში კიდეც დაბნელდა... უცხო ქვეყანაში სიბნელე და სიცივეა... ეს ადგილი არ მომწონს.

ჩვენს ქვეყანაში, უფალო, სადაც ვიყავით მე და შენ, ყველაფერი ნაცნობი და საყვარელი იყო... მაგრამ მე რევოლუცია გამოგიცხადე და ჩემს სამეფოში მეფედ ცოდვა დავისვი... იგივე ადგილია თითქოს... ცოტა მეცნობა კიდეც ადგილები, მაგრამ ახალმა მეფემ ყველაფერი გადააგვარა... ჩემს ქვეყანაში არსებული სიცოცხლის მდინარეებიდან ახლა სიკვდილი და ცოდვა მოედინება... მიტევების სასახლეში ტახტი დაიდგა ბოღმამ და ურჩად მიტევს... სიწმინდის ჩანჩქერები? არ ვიცი, სადაა... ალბათ, დაშრა... ჰაერში სისხლისა და ცოდვის სუნი ტრიალებს. მესმის ხმები, რომლებიც დამცინიან და ყურში განუწყვეტლივ ჩამესმის მათი კივილიყველაფერი მძაფრდება და გულისცემის ხმა ფარავს კივილს, რომელიც განუწყვეტლად მესმის. შემდეგ ხმა ძლიერდება, გულისცემა უფრო იმატებს, მგონია, სადაცაა გავსკდები, ამოვანთხევ პირიდან სისხლს და წავალ კიდევ უფრო უცხო ადგილას... შიშისაგან ისე ვკანკალებ, შემხმარი ტალახი კანიდან მძვრება და სხეულსაც თან იყოლებს... სიგიჟის ზღვარზე მყოფს ფიქრი არ მომდის თავში... აუტანელი თავის ტკივილი ყველა ჯანსაღ ფიქრს ფარავს და მხოლოდ პანიკისკენ მიბიძგებს... თვალები ძლიერად მაქვს დახუჭული, იმდენად, რომ თვალების ტკივილი სახეს მიწვავს... ფიქრით აღარაფერზე მიფიქრია, მაგრამ შინაგან „მეს“ უეცრად ჯერ გულში, შემდეგ კი ხმამაღლა აღმოხდა: „უფალო შეკავებულმა ემოციამ ამოხეთქა და ღაწვები ცხელმა სითხემ დასწვა... მერემერე გავითიშე... აღარაფერი მახსოვს... რომ გავიღვიძე, პირველი, რაც დამამახსოვრდა, ჰაერში სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. გრილი და რაღაცნაირად ახალიდა მემე ჩემს ნაცნობ ქვეყანაში გავიღვიძეშენ ჩემ წინ იდექი და მიღიმოდი... დამიბრუნე, როგორც შვილი და არა როგორც შერცხვენილი ურჩი... ჯერ კიდევ ძალაგამოცლილი ვიყავი, ამიტომაც უნებურად ისევ ჩამეძინა, დამშვიდებულსა და ბედნიერს... საოცარია... ძილშიც კი ვგრძნობდი შენს სიყვარულსა და სრულყოფილ სიმშვიდეს…

Loading...