მე შენთვის ავირჩიე ჯვარი

Cross and sunset
0 547

– ო, უფალო, ზოგჯერ ისეთი ძლიერია შემოტევა, ზოგჯერ ისეთი რთულია, წინააღმდეგობა გავუწიო საკუთარ სიბრძნეს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ ოცნებებს, ზოგჯერ ისეთი დიდია ურწმუნოება, ისეთი ძლიერია ხმა, რომელიც მეუბნება, რომ საკუთარ ცხოვრებას მივხედო, რომ ვიზრუნო ხვალინდელ დღეზე, ვიზრუნო საკუთარ სიამოვნებაზე! გთხოვ, მიხსენი ჩემი გეგმებისგან, ჩემი სურვილებისგან, გამიცხადე შენი ნება…

– გახსოვდეს, მე მქონდა არჩევანი; მე შემეძლო ვყოფილიყავი ისრაელში ყველაზე კარგი, ყველაზე ხელგაწაფული ხურო; შემეძლო ეს საქმიანობა განმევითარებინა, რაც აუცილებლად უზრუნველყოფდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას. შემეძლო სხვა, უფრო იოლი გზა ამერჩია, მაგრამ მე ავირჩიე – ვყოფილიყავი ჯვარცმული! მე ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ „ღვთის ძის“ ტიტული მომეპოვებინა. ეს ტიტული მარადიულად მქონდა. მე ეს შენთვის გავაკეთე. შენ გამო უარვყავი ყველა სხვა არჩევანი. უარვყავი ყველა სხვა გზა, ყველა სხვა შემოთავაზება და შევბრუნდი ჯვრისაკენ – ჩემი ტკივილისა და შენი სიხარულისკენ, ჩემი დასნეულებისა და შენი ჯანმრთელობისკენ, ჩემი სიკვდილისა და შენი მარადიული ხსნისაკენ! ჩემთვის ძვირფასო! მე იმისათვის კი არ ვიტანჯე, რომ შენ აღარ დატანჯულიყავი, არამედ იმისათვის, რომ ჩემი ტანჯვით მაგალითი მომეცა შენთვის (1 პეტრე 2:21). ნუ აირჩევ შენს გზას, გაჰყევი ჩემს გზას! უარყავი კარგი და წინ იარე საუკეთესოსკენ! განაგრძე სვლა ჯვრის გზით. ჯვარი არ არის დამარცხება, ეს გამარჯვებაა! გზის ბოლოს გელოდები…

შენი ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი წინამძღოლი!

 

Loading...