რითი გავმხნევდე?

0 195

მეგობარო, ერთ პატარა, ძველ ისტორიას მინდა, მოგიყვე და გაგამხნეო.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დავითი თავის ხალხთან ერთად საბრძოლველად იყო წასული, ფილისტიმელებმა (ებრაელების მტრებმა) წაასხეს ებრაელ მებრძოლთა ცოლ-შვილი ტყვეებად; გაბრაზებულმა ებრაელებმა დავითს, თავიანთ წინამძღოლს, მოჰკითხეს პასუხი (გოლიათზე გამარჯვებულ დავითს). დავითი უფალს დაეკითხა, დასდევნებოდა თუ არა მათ და თანხმობა მიიღო. შედეგად, ცოლ-შვილთან ერთად ნადავლიც კი გამოაყოლეს ხელს; მიზეზი კი ერთი იყო – უფლის სიტყვისადმი მორჩილება.

ხოლო მორჩილების უნარი იცი, საიდან შესწევდა დავითს იმ ურთულეს სიტუაციაში?

„და დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა. გამწარებული იყო ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის, იმედით გაიმხნევა დავითმა თავი.“ (I მეფ. 30:5).

ასე რომ, ძვირფასო, ვფიქრობ, დავითზე ბევრად უკეთეს სიტუაციაში ხარ, მიუხედავად ნებისმიერი სახის განსაცდელისა… არავინ გადგას თავზე ჩასაქოლად, მოსაკლავად და არც არავის ჰყავს მოტაცებული შენი ოჯახის წევრები (და არამარტო შენი 😉).

ცხოვრება გრძელდება!

დაინახე წყარო, საიდანაც შეგიძლია, შესვა წყალი, რომელიც გაგამხნევებს, გადაგარჩენს და შენ რომ მიიჩნევ ბრძოლას წაგებულად, გაგამარჯვებინებს!

Loading...