სამყაროს სჭირდება ქრისტე!

0 393

სამყარო ტკივილის ბუდედ გადაიქცაან იქნებ არც გადაიქცა და სულ ასეთი იყო, მას შემდეგ, რაც ცოდვამ დაიბუდა ბედნიერებისთვის შექმნილ დედამიწაზე.

ნაძალადევ ღიმილს ამოფარებული ადამიანთა სევდა ქარივით დაქრის ჰაერში და ნერვების დაჭიმული სიმები უხილავ ბადეს ქსოვს ადამიანთა შორის. თითქოს ერთ არასწორ მოძრაობას მოელის ყველა, რომ აფეთქდეს დენთად ნაგროვები სიძულვილი ადამის ძეთა ძარღვებში და სამყაროს სისხლის წვეთებად დაედინოს.

ძალადობას ფესვები გაუდგამს სიყვარულისთვის შექმნილ დედამიწაზეარავის უნდა, ხიდი იყოსხიდი სიძულვილსა და სიყვარულს შორისხიდი ცოდვის მონობასა და თავისუფლებას შორისხიდი, რომელზეც გადაივლიან და უკვდავებას მისწვდებიანარავის უნდა მოსმენაჩვენ დავემსგავსეთ ადამიანებს, ერთდროულად რომ ყვირიან, ტკივილისგან იგრიხებიან და ვერაფერს ხედავენ საკუთარი ტკივილის გარდა

სამყარო იხრჩობა გულგრილობის ჭაობშიადამიანებმა შემოიშენეს ციხესიმაგრეები საკუთარი თავის გარშემო, რათა თავი დაიცვან ერთმანეთისგან სიყვარულისთვის შექმნილი დედამიწა გმინავსირგვლივ უნდობლობა და უარყოფაა, წრფელი ღიმილის ნაცვლად მწარე ირონია იკითხება სახეებზეძარღვებში სიძულვილი დუღსსიყვარულისთვის შექმნილ დედამიწას თალხი გადაჰკვრია

ნუთუ ასე ძნელია, გვიყვარდეს?! ნუთუ ასე ძნელია, სხვისი ტკივილი გვტკიოდეს?! ნუთუ ასე ძნელია, არ ვიყოთ გულგრილნი?! ნუთუ რთულია, მშვიდობის ძეებად და ასულებად ვიწოდებოდეთ?! ნუთუ შეუძლებელია, ვიყოთ ხიდი ხიდი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის?!

ძნელი არ არის, თუმცა ქრისტეს გარეშე შეუძლებელია!..

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

შენ გჭირდება ქრისტე!

მე მჭირდება ისჰაერზე მეტად, სიცოცხლეზე მეტად, არსებობაზე მეტად

და მერე აღარაფერი იქნება შეუძლებელი!..

Loading...