სიკვდილის შიშის გარეშე… აღდგომა!..

0 310

„იარაღი დააგდე, თორემ მოგკლავ!“ასე მივმართავდით ხოლმე ერთმანეთს ბავშვები, როდესაც ჩვენს სათამაშო პისტოლეტებს ერთმანეთს ვუმიზნებდით.

5-7 წლის პატარები, რომელთაც ჯერ უბნის გარეთ არსებულ სამყაროსთანაც კი არ გვქონია შეხება, მაგრამ მაინც ვიცოდით, რომ სიკვდილის მუქარა ყველაზე საშიში იყო; თითქოს ბავშვობიდან ვიცოდით, რომ სიკვდილი ჩვენი მტერი იყო.

არ ვიცი, 10-13 წლის ასაკში უნდა ფიქრობდნენ თუ არა ადამიანები სიკვდილზე, მაგრამ მე, რატომღაც, ვფიქრობდი ხოლმე.

როდესაც გავიგებდი, რომ ვინმე მოკვდა, გონებაში მომდიოდა თავის ამატკივებელი უამრავი ფიქრი სიკვდილის შესახებ... ბევრი არაფერი ვიცოდი მასზე, მაგრამ მოტირალი ადამიანებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო კარგი, ეს იყო რაღაც კარგისსიცოცხლის – დასასრული.

ვფიქრობდი ხოლმე: „რა უაზრობაა, ნუთუ იმისთვის დავიბადეთ, რომ დავიხოცოთ?”

ბევრი ღამე ყოფილა, როდესაც დასაძინებლად დაწოლილი საბნის ქვეშ შევძვრებოდი და ვფიქრობდი, თუ როგორ გაანადგურებდა სიკვდილი ჩემს ცხოვრებას. მეფიქრებოდა იმის შესახებ, რომ ერთ დღეს მოკვდებოდა ყველა ჩემი მეგობარი, ჩემი საყვარელი ხალხი და მე მარტო დავრჩებოდი; ანდა იმაზე, რომ ერთ დღეს მე მოვკვდებოდი და სამყარო ჩემ გარეშე გააგრძელებდა არსებობას და ასე, სტრესსა და ჩუმ ცრემლებში მეძინებოდა ხოლმე.

ყველაზე ცუდი კი ამ დროს ის იყო, რომ ამ ფიქრებს ვერავის ვუზიარებდი

ბავშვობიდან შემიპყრო სიკვდილის შიშმა. ეს არ ყოფილა ფიზიკურად შესამჩნევი. დავდიოდი სკოლაში, ვთამაშობდი ფეხბურთს, კომპიუტერულ თამაშებს, ვერთობოდი, ვვარჯიშობდი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მარტო მიწევდა დარჩენა, სიკვდილი თითქოს მელაპარაკებოდა, თავს მახსენებდა და ამის გამო არ შემეძლო, შინაგანად სიმშვიდე და კმაყოფილება მქონოდა.

14-16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს სოფელში, მოკლე დროის მონაკვეთში, დაიღუპა რამდენიმე ახალგაზრდაძალიან მიჭირდა მაშინ, მარტო დარჩენა აღარ იყო აუცილებელი, სიკვდილი ყველგან მახსენებდა თავს: ტრანსპორტში, ქუჩაში, სკვერში, სახლშიგამუდმებით მომდიოდა ფიქრები, რომ ახლა ყველაფერი დასრულდებოდა, რომ ახლა მოვკვდებოდიიმდენად რთული იყო ეს პერიოდი ჩემთვის, თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, რადგან ამ ფიქრებით და ტვირთით ცხოვრება უკვე ყელში მქონდა ამოსული

ბევრი არაფერი ვიცოდი ღმერთზე, მაგრამ მისდამი წყენასა და ამბოხში აღმოვჩნდი„ზის თავისთვის ზეცის ტახტზე, თავად არაფერი უჭირს და გვიყურებს იქიდან ადამიანებს, რომელნიც უიმედონი ვართ სიკვდილის წინაშე და არც არაფერს აკეთებს ჩვენ დასახმარებლად. უხ, აბა, ერთი დღე მაინც ჩამოვიდეს და იცხოვროს აქ, სიკვდილისაგან დაპატრონებულ დედამიწაზე.ვფიქრობდი ხოლმე ჩემთვის

მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა მოსმენილი ამბავი ნაზარეთელი ყმაწვილისა, განკაცებული ღმერთისა, რომელიც არათუ ერთი დღით, არამედ 33 წლით ყოფილა ჩამოსული ზეციდან

მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ვიცი შენი შიშის შესახებ. ვიცი, როგორ უიმედოდ და უსუსურად გრძნობ თავს სიკვდილის წინაშეეფერები შვილებს და თან გული გტკივა იმაზე, რომ ერთ დღეს სიკვდილი დაგაშორებს მათქმნი ბიზნესს, მაგრამ იცი, ერთ დღეს სიკვდილი ჩამოგაშორებს მასაც აშენებ სახლს და თავშესაფარს, მაგრამ იცი, ერთ დღეს სიკვდილი მაინც მოგაკითხავს და შენ ვერსად დაემალები მას...

„ვერავინ განაგებს სიკვდილის დღეს…“ (ეკლესიასტე 8:8).

ამიტომაც მსურს, გითხრა კეთილი ამბავი, როგორც ზემოთ ვახსენე, იმდენად შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, (ისინიც, ვინც შენ არ გიყვარს, შეიძლება მათი კანის ფერი არ მოგწონს ან რაიმე სხვა მიზეზი გაქვს ამისთვის, მაგრამ ღმერთი არავის ასხვავებს), რომ თავად დამკვიდრდა ხორცში და მოვიდა დედამიწაზე, რათა ჩვენ გამო დაემარცხებინა სიკვდილი, რომელიც მას ისედაც ვერაფერს აკლებდა

„ის მოვიდა, რათა მიეცა ხსნა მათთვის, რომელთაც მთელი ცხოვრება გაატარეს სიკვდილის შიშის უღელში. (ებრაელთა 2:15).

ეს არის კეთილი ამბავი ყველასთვის: ჩემთვის, შენთვის, ცნობილი და უცნობი ადამიანებისთვის, ქალაქების და სოფლებისთვის, მდიდრების და ღარიბებისთვის, რომ იესო ქრისტე ავიდა ჯვარზე ჩვენი ურჯულოების გამო; ჯვარზე მიამსჭვალა ჩვენი ცოდვები; გაგვწმინდა თავისი წმინდა სისხლით; დაიმარხა საფლავში და ორი დღის განმავლობაში მასზე მიფარებული უზარმაზარი ლოდი სიმშვიდეს ჰგვრიდა სიკვდილს, რომელიც ფიქრობდა, რომ კვლავ გაიმარჯვა, რადგან თავად განკაცებული ღმერთიც კი სძლია; მაგრამ კვირის განთიადს, ოხ, ყოველთვის ჟრუანტელი მივლის სხეულში, როდესაც კვირის განთიადზე ვფიქრობ, სიკვდილმა დაინახა, რომ მისი სიმშვიდის მიზეზი, უზარმაზარი ლოდი, ბუმბულივით მოსცილდა სამარხს, თითქოს სული შეუბერესო და იხილა დიდი სინათლის ფონზე კაცის სილუეტი, რომელიც სამარხიდან გამოდიოდა, ოხ, თვალები ამემღვრა

მეფეთა მეფე თამამად და მშვიდად მოაბიჯებს და სამარხი განწირულია საუკუნო სიცარიელისთვის, სიკვდილი კისაუკუნო მარცხისთვის, რადგან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა! (საქმ. 2:24).

რა თქმა უნდა, მე ქართველი ვარ და არ ვარ წინააღმდეგი კვერცხების წითლად შეღებვისარ ვარ წინააღმდეგი საფლავზე გასვლის, უფრო ხშირადაც უნდა გავდიოდეთ, ვიდრე წელიწადში ერთხელ, მაგრამ აღდგომა, ეს გაცილებით მეტია ჩემთვის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი.

აღდგომაეს არის სიმშვიდე პირადად ჩემთვის, სიხარულის, ცეკვის, ლხენის და ყიჟინის მიზეზი, რადგან მტერი, რომელიც ბავშვობიდან არ მაძლევდა მოსვენებას, დაბადებიდან ემუქრებოდა ჩემს სიცოცხლეს, რომელიც ჩემს ბედნიერ მომენტებს მწუხარებით ავსებდა, რომელიც შიშში მამყოფებდა, სამუდამოდ არის დამარცხებული, როგორც წმინდა წერილი ამბობს:

„სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (1 კორინთელთა 15:55).

რა თქმა უნდა, ერთ დღეს ჩემი სხეული დაძველდება და მოკვდება, მაგრამ მაქვს სიმშვიდე, რადგან მწამს მისი, ვინც თქვა:

„უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?’“ (იოანე 11:25-26).

ჩემო ძვირფასებო, კვირის განთიადს იესო ქრისტე აღდგა!

„აღდგა“ მცირე სიტყვაა, მაგრამ არსი განუზომელი აქვს!

დაე, აავსოს აღდგომის ძალამ ჩვენი გულები, გაკურთხოთ უფალმა!..

Loading...