შეცდომა დასასრული არაა

0 334

ბინიდან გადავდივარ; ორი დღეა, ვალაგებ, ბარგი გადამაქვს და ძალიან დავიღალე. მეგონა, ყველაფერი დავალაგე, რომ უცებ ყუთიდან პატარა ბურთულები გადმომეყარა… ადვილი წარმოსადგენია, რაც დამემართებოდა.

ჩემი ძმა არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგრამ როცა დაინახა, უცბად წამოიძახა: „ყოჩაღ!

კიდევ მეტად დამეცა თავზარი. ორი დღის განმავლობაში, გადაბარგების გამო, დაქანცული ვარ, ისევ ვალაგებ, ჩემი საყვარელი ძმა კი კომპიუტერს მისჯდომია და იქიდან იძახის: „ყოჩაღ! 🙄

ვიფიქრე, ამას რა აკრეფს-მეთქი, თან დამუხტულია და ყველაფერს ეკრობა.

უცებ შინაგანში გავიგონე სიტყვები: „შეცდომას შრომაში ვუშვებთ, და არა უსაქმურობაში.“ სწორედ ამიტომ მომივიდა რაღაც, რაც ყველას შეიძლება დაემართოს შრომის დროს, სხვადასხვა სახით.

დავიწყე აკრეფა, ვწვალობ, დავიტანჯე, ხელებიც ძალიან დამესვარა და ისევ მესმის ხმა: „როდესაც რაღაცისთვის ვშრომობთ და გვინდა რამის გამოსწორება, სუფთა ხელები არავის გვაქვს.“ შეიძლება ისინი არც რბილი იყოს და არც თეთრი, დავიხედე ხელებზე და შავია. 👐🏿  მინდა, ეს ყველაფერი სულიერებაში გადავიტანო! 🌬

ადამიანები ხშირად ვისჯით თავს ჩვენი შეცდომების გამო და გვგონია, ეს ჩვენ არ უნდა მოგვსვლოდა, ეს როგორ დაგვემართა; თუმცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, არ ვსხედვართ უმოქმედოდ და სწორედ ამიტომ შეიძლება, რაღაც ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც გვსურს და მოგვიწიოს გამოსწორება, მუხლებზე დადგომა და სათითაოდ შეკოწიწება, თავიდან დაწყება, დალაგება, ჩალაგება და ბევრი სხვა რამ.

დიახ, ხანდახან ჩვენ ვდგებით მუხლებზე იმიტომ, რომ ყველაფერს რაღაც შედეგი აქვს ან კარგი, ან ცუდი. შესაბამისად, გვიწევს გამოსწორება, განახლება და ხელების დაბანა; შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგან გვაქვს იმედი, რომ ხვალინდელი დღე დადგება.

მინდოდა, ამით მეთქვა: ყოველთვის, როდესაც რაღაც გაგვიფუჭდება, რაიმეს ისე არ, ან ვერ გავაკეთებთ, დავინახოთ, შევაფასოთ და ვიცოდეთ, რომ ჯდომასა და არაფრის კეთებაში შეცდომას ვერ დავუშვებთ; მხოლოდ საქმეში შეიძლება, რაღაც გაგვიფუჭდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოსწორება.

მეც ასე, ავდექი, მშვიდად მოვაგროვე ეს პატარა ბურთულები, ჩავყარე ყუთში, შემდეგ მომიწია, ზედმეტი მინარევები მომეცილებინა მათთვის ისევე, როგორც ჩვენ გვიწევს, მოვიშოროთ ყველა არაჯანსაღი მინარევი, რომელიც „მივიკარით“ შეცდომის დროს. გავასუფთავე, დავაბრუნე ყველაფერი ისე, როგორც იყო, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი, ბევრი რამ ვიფიქრე და გავაკეთე.

ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი ხვალინდელი დღის. ⚓️  შრომა არასოდეს არის უაზრო. ყველაფერს აქვს თავისი დრო, შედეგი და ნაყოფი!

გისურვებთ ცხოვრებას, რომელშიც არ იქნება მსჯავრი და თვითგვემა, არამედ მშვიდობა, პატიება და განახლება იესოს ძალით, სულიწმიდის სიბრძნით და რწმენის მეშვეობით!

Loading...