ჯუჯა თუ გიგანტი?…

0 230

იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ჯიშის მცენარე – „ბონსაი“. ეს არის ჯუჯა ხე ქოთანში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები, თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს…

ბონსაის ხის ყლორტს, მიწიდან თავს ამოყოფს თუ არა, მაშინვე ამოაძრობენ ძირიანად და აჭრიან მთავარ საფესვე არტერიას, ასევე რამდენიმე გვერდით მკვებავ ფესვს და ამით ხელოვნურად აჩერებენ მისი ზრდის პროცესს. შედეგად ვღებულობთ მინიატურულ, ლამაზ, ელეგანტურ, მაგრამ მაინც ჯუჯა ხეს.

მომავალი „გენერალი შერმანის“ თესლი კი მოხვდა კალიფორნიის ნოყიერ ნიადაგში, საიდანაც ის სხვადასხვა მინერალებით და ორგანული ნივთიერებებით იკვებებოდა, წვიმის წყლით და მზის სხივებით საზრდოობდა. შედეგად გაიზარდა გიგანტური ხე.

არც ჯუჯა ბონსაის და არც გიგანტურ სეკვოიას არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება. თქვენ კი გაქვთ!

თქვენ შეგიძლიათ იყოთ იმდენად პატარა ან იმდენად დიადი, რადენადაც თვითონ მოისურვებთ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბონსაი ან იყოთ „გენერალი შერმანი“. თქვენი რწმენა და საკუთარი თვითშეფასება, ის, თუ როგორს ხედავთ საკუთარ თავს, განსაზღვრავს თქვენს მომავალს. განსაზღვრავს იმას, როგორი იქნებით: ჯუჯა თუ გიგანტი.

არჩევანი თქვენზეა.

Loading...